среда, 1 мая 2013 г.

 აღდგომა 
აღდგომა საქართველოში ერთ-ერთი საყვარელი დღესასწაულია. ზეიმობს ყველა, დიდი თუ პატარა. ღებავენ კვერცხებს  წითლად, აცხობენ პასკას, ეკლესიებში ტარდება საზეიმო წირვა-ლოცვა, რომლებსაც ესწრება მორწმუნეთა დიდი უმრავლესობა.  
        ბედისა და იღბლის რჩეულები ახერხებენ იერუსალიმში წასვლასა და ხვთიური ცეცხლის გადმოსვლაზე დასწრებას. 



вторник, 30 апреля 2013 г.

აღდგომა საქართველოში


გთავაზობთ სააღდგომო ტრადიციების მიმოხილვას ნ. აბაკელიას, ქ. ალავერდაშვილისა და ნ. ღამბაშიძის წიგნიდან “ქართულ ხალხურ დღეობათა კალენდარი“

"აღდგომას დასავლეთ საქართველოში ყველა ადრიანად ემზადებოდა ცისკარზე წასავლელად; ახალი მიცვალებულის პატრონი თავისი ჩამოსარიგით მიდიოდა თავისი მიცვალებულის საფლავზე და იქვე სუფრაზე აწყობდა სანოვაგეს; გათავდებოდა თუ არა ცისკარი, მღვდელი ჩამოივლიდა ყველა სუფრას, აკურთხებდა და შემდეგ ჭირისუფალი თავისი სანოვაგიდან ურიგებდა ცოტ-ცოტას ყველაფერს იქ მყოფთ. ოჯახში კი, სანამ სადილად დასხდებოდნენ, უფროსი ქალი აიღებდა საოჯახო განატეხს (ანთებული სანთელი კედელზე უნდა ყოფილიყო მიკრული), ჭიქით ღვინოს, განატეხს წაღმა შეატრიალდებდა და დაილოცებოდა: “აღდგომის ძალო და მადლო! კაი წელიწადი დაგვიყენე, ბევრი აღდგომა მოასწარი ყველა ჩვენიანს”.


1.პროექტის სახელწოდება: საქართველოს სხვადასხვა კუთხის კულტურა.
 
2.პროექტის მთავარი იდეა:გავუღვივოთ მოსწავლეს ინტერესი საქართველოს სხვადასხვა კუთხის კულტურის კვლევის მიმართ.
3.პროექტის აქტუალობა: იკვლევს რა მსგავსება და განსხვავებაა საქ. სხვადასხვა კუთხის ხელოვნების ნიმუშებს შორის (არქიტექტურა,კედლის მხატვრობა,...)
4.პროექტის მიზნები:მოსწავლეს განვუვითაროთ საქ. სხვადასხვა კუთხის კულტურის კვლევის, ინფორმაციის მოძიების უნარი, ამ კუთხისათვის დამახასიათებელი თავისებურებების უნარი.
5. მონაწილეთა ასაკი:მეცხრე კლასი.
6.ვადები:ერთი კვირა.
7. მოსალოდნელი შედეგები:ქართული ხალხური შემოქმედებისათვის (ხეზე კვეთა,ჭედურობა, ქარგვა, ქსოვა, თექა) დამახასიათებელი ნიშანდობლიობა. რა ხერხით შეიძლება იქნეს შენარჩუნებული და დაცული ქართ. ხელოვნებაში ხალხური შემოქმედების ტრადიციები.
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:სახელმძღვანელო, ინტერნეტი.
9.პროექტის მსვლელობა:მატერიალური რესურსი, დრო, ორგანიზების მსვლელობა.
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: იცტორია, გეოგრაფია.
1.1პროექტის ხელმძღვანელი: ლალი ოთარაშვილი.
 ხელმძღვანელის ელ. ფოსტა:laliotarashvili24@gmail.com
12.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი/: