აღდგომა
აღდგომა საქართველოში ერთ-ერთი საყვარელი დღესასწაულია. ზეიმობს ყველა, დიდი თუ პატარა. ღებავენ კვერცხებს წითლად, აცხობენ პასკას, ეკლესიებში ტარდება საზეიმო წირვა-ლოცვა, რომლებსაც ესწრება მორწმუნეთა დიდი უმრავლესობა.
ბედისა და იღბლის რჩეულები ახერხებენ იერუსალიმში წასვლასა და ხვთიური ცეცხლის გადმოსვლაზე დასწრებას.
